2015-07-02 19:33:55, 357 ნახვა
პოლიტიკა
თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან ერთად გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ- მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ასევე თურქმენეთის სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან