2026-04-21 15:56:59, 290 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახნამ განაცხადა, რომ ტალინმა უკვე შესთავაზა ევროკავშირს, დააწესოს პერსონალური სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.
მინისტრმა უპასუხა პერსონალური სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ დასმულ კითხვას.
„ესტონეთმა უკვე შესთავაზა ევროკავშირს, დააწესოს პერსონალური სანქციები საქართველოს რეჟიმის და დემოკრატიული ნორმების დამრღვევი პირების წინააღმდეგ. ჩვენ, ესტონეთში, ამას უკვე ვაკეთებთ“, - განაცხადა ცახნამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,