16:41 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 18:49:27, 359 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე კვიტაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, მან თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.

უკრაინული მედიის ცნობით, კვიტაშვილმა გადადგომის მთავარ მიზეზად, მის მიერ უკრაინული სამკურნალო მედიკამენტების გაყიდვის სისტემაში განხორციელებული ცვლილებები დაასახელა.

„მე უკრაინაში რეფორმის გასატარებლად ჩამოვედი და ჩვენ შევცვალეთ სამკურნალო მედიკამენტების გაყიდვის სისტემა. ძალიან ბევრ ადამიანს არ მოსწონს, რომ ამის გამო  ფულს ჰკარგავს და იმ ადამიანების უმრავლესობამ, რომლებიც ჩვენ გვაკრიტიკებენ, დამატებითი შემოსავლის წყარო დაკარგეს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ უკანასკნელი ბრძოლისთვის.“ - განაცხადა კვიტაშვილმა პრესკონფერენციაზე.

კვიტაშვილის თქმით, ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი რეფორმების განხორციელების წინააღმდეგია, რადგან ეს მათ შემოსავლებზე ცუდად იმოქმედებს:

„მათ სურთ, რომ ყველაფერი ისევ ისე იყოს, როგორც უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში. ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა შექმნილი, საავადმყოფოებში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა“. - აღნიშნა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics