18:22 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 14:37:54, 699 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი პერტაიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, ბიზნესსექტორზე გავლენას ვერ მოახდენს

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის  გიორგი პერტაიას მოსაზრებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დაკავშირებით,  ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, გუშინდელი  განცხადება, ბიზნესსექტორზე გავლენას ვერ მაოხდენს.
მისივე თქმით,  ბიზნესისთვის მთავარია,  პოლიტიკური გადაწყვეტილებები მას არ შეეხოს.
"სავალუტო ფონდის განცხადება არ მინახვს.  ამას ძალიან დიდი გავლენა არ ექნება, რადგან ბიზნესმენები  ძალიან პრაქტიკულები არიან. ჩვენ თუ ვლაპარაკობთ პოლიტიკასა  და პოლიტიკოსებზე, ეს არის აბსოლუტურად სხვა. როდესაც ვლაპარაკობთ ბიზნესმენებზე,  აქ მთავარია მოგება,  გადასახადები; მთავარია, რომ მათ ბიზნესი არავინ წაართვას.  დანარჩენები- ეს ყველაფერი არის პოლიტიკა, რომლებიც ბიზნესის  ბუნებიდან გამომდინარე, მათ არ აინტერესებთ. შესაბამისად, რასაც თქვენ მეკითხებით,  ბიზნესს არ ეხება",-განაცხადა გიორგი პერტაიამ.
საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის  თქმითვე, იყო  ზოგიერთი გაადწყვეტილება, რომლითაც   ბიზნესი უკმაყოფილიყო დარჩა. პერტაიას განმარტებით, მაგალითად, უკმაყოფილება იყო  ვიზებთან, მიწის მორატორიუმთან დაკავშირებით, თუმცა მისივე შეფასებით,  მთავარია,  მთავრობა ამ პრობლემებს ხედავს  და ამაზე  მუშაობს.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ  განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მას პირადი შეხვედრისას სთხოვა,  არ დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიმართ.
მისივე თქმით,  პირადი გადაწყვეტილებით გამოიტანა განცხადება მთავარი პროკურატურიდან, რომელიც "ქართუ ბანკის" საქმეს უკავშირდებოდა. თუმცა, ივანიშვილის განმარტებით, ის ვერ შეძლებს გიორგი ქადაგიძის დაცვას, თუ მას სხვა საკითხებთან დაკავშირებით,  რაიმე სახის გადაცდომა ექნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს გელა გელაძე შეცვლის, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics