13:00 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-21 16:04:40, 718 ნახვა

რეგიონი
ღომას მთაში მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სოფელ წაბლანიდან ღომას მთაში მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინასებით ხორციელდება და მასზე 64 000 ლარი დაიხარჯება.

შუახევის მერიის ცნობით, 1 კლიმოეტრამდე გზის რეაბილიტაციას შპს ,, ბილდერი“ აწარმოებს.

მიმდინარე სამუშაოები შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ინფრასტრუქტურული ღონისძიების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა კურორტს ხელს შეუწყობს ვიზიტორების მოზიდვაში. გაიზრდება ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ადგილობრივების შემოსავალი.

ამ ეტაპზე ღომა განიხილება როგორც საზაფხულო სამთო კურორტი, ხოლო პერსპექტივაში – როგორც ზამთრის კურორტი. დამუშავებულია მთის კონცეპტუალური პროექტიც.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics