|
2018-05-29 19:10:37, 1751 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ალან პილუს შეხვდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტ ალან პილუსთან ბანკის მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაერთიანელ სამეფოში, ლონდონში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოფისში შედგა და მას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის, საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმის ამოქმედებაზე, რომელმაც განსაკუთრებული ბიძგი უნდა მისცეს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა პროექტებზე, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში. მათ შორის, პროექტებზე, რომლებიც ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების უკეთ გამოყენების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო ლიდერია რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსების მხრივ, რაც გამოწვეულია ქვეყანაში არსებული სტაბილურობით, ლიბერალური და ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკითა და საინვესტიციო შესაძლებლობებით. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და პრიორიტეტულ პროექტებზე ისაუბრეს.
(NS)
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)