15:13 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-05 13:41:16, 269 ნახვა

პოლიტიკა
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იზრდება სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა, რათა ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს.

სამინისტროს ცნობით, სიახლე თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ბენეფიციარებს შეეხებათ.

"სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს.

მთავრობის დადგენილებით - ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, დამატებით - 5 თეთრი დაუსუბსიდირდებათ. ჯამში ისინი, დახმარების სახით, მიიღებენ 2020 წლის დეკემბერსა და 2015 წლის ივლისში არსებული სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას დამატებულ 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრს - ამ დრომდე ეს მაჩვენებელი 1კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა.

ის ოჯახები კი, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, 200 კვტ სთ-ის ელექტროენერგიას 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრის ოდენობით სუბსიდიას მიიღებენ - ამ დრომდე ეს მაჩვენებელი კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა.

სიახლე თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ბენეფიციარებს შეეხებათ.

რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, ელექტროენერგიის ახალი ტარიფის შესაბამისად, დამატებით - 10 ლარის სუბსიდიას მიიღებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ სტატუსის მქონე ოჯახები, სოციალური შეღავათის სახით, ელექტროენერგიის გადასახადისთვის 20 ლარის ნაცვლად 30 ლარს მიიღებენ. ამას ემატება 10-ლარიანი სუბსიდია ყოველ მომდევნო შვილზე.

ცვლილება უკვე ამოქმედდა - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics