|
2018-05-25 23:05:24, 1662 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: ინიცირებული პრინციპები დაგვეხმარება ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრასა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევაში
ჩვენ მიერ ინიცირებული პრინციპები მნიშვნელოვნად დაგვეხმარება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უფრო მდგრადი დონის მიღწევასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაში, - ასე შეაფასა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook-ის პირად გვერდზე დღეს მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივები. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს: "ქონებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, გამსესხებლის მოთხოვნები მსესხებელი ფიზიკური პირის მიმართ დაკმაყოფილდება მხოლოდ დაგირავებული ქონებით და გამსესხებელი სხვა ქონებიდან ვეღარ შეძლებს თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას; ეფექტური საპროცენტო განაკვეთის წლიური ლიმიტი, ნაცვლად დღეს არსებული 100%-სა, ნახევრდება და ჩამოდის 50%-მდე! ვადაგადაცილების შემთხვევაში, წესდება მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად არ უნდა აღემატებოდეს დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. ჯარიმის დარიცხვის არსებული პრაქტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში, მსესხებელს ჯარიმას არიცხავდა სესხის საერთო თანხიდან, არის სრულიად უპასუხისმგებლო და უსამრთლო. იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების ანუ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება; მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გამცემ სუბიექტებს (ე.წ. ლომბარდებს) მოეთხოვებათ უზრუნველყონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და გონივრულ ვადაში დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, რომელშიც აღრიცხული იქნება ყველა დაგირავებული ნივთი. ვისაც სურს დაკავებული იყოს სრულფასოვანი ფინანსური შუამავლობით, შეუძლია ნებაყოფლობით მოექცეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ და განახორციელოს ზემოთხსენებული საქმიანობა. აღნიშნული წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე: ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით. „აღნიშნულ სექტორში თამაშის წესები ერთხელ და სამუდამოდ უნდა გახდეს გამჭვირვალე, სამართლიანი და ყველასთვის თანასწორი! ჭარბვალიანობა იყო და სამწუხაროდ, დღემდე რჩება ერთ-ერთ მძიმე პრობლემად, რომელიც გასცდა ფინანსური ურთიერთობების სივრცეს და მძაფრი სოციალური განზომილება შეიძინა. აღნიშნული პრინციპები მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უფრო მდგრადი დონის მიღწევასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაში. დასახელებული რეფორმები ქვეყნის ეკონომიკაში გააჩენს მეტ ფულს, მეტი ფული ნიშნავს მეტ რეალურ ეკონომიკას, მეტი რეალური ეკონომიკა კი - მეტ დასაქმებულ ადამიანს. კიდევ ერთხელ, ყველას გპირდებით, რომ ნებისმიერ რეფორმას, როგორი დაბრკოლებებით სავსეც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ქვეყნისა და ეროვნული ეკონომიკის საკეთილდღეოდ“, - წერს ფინანსთა მინისტრი Facebook-ის პირად გვერდზე.
(NS)
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)