12:14 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-24 19:15:04, 388 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმი "დიპლომატიური ტური 2015"– ის ფარგლებში 22 არარეზიდენტ ელჩს მასპინძლობს

ბათუმი "დიპლომატიური ტური 2015"– ის ფარგლებში 22 არარეზიდენტ ელჩს მასპინძლობს.

 ბათუმში სტუმრობის ფარგლებში დიპლომატები  აჭარის კულტურულ და ისტორიულ ღირშესანიშნაობებს გაეცნობიან,  მოინახულებენ გონიოს ციხეს, პიაცას მოედანს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს.

უცხოელ დიპლომატებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მიესალმა, რის შემდეგაც საქართველოს ეკონომიკური, აგრარული და ტურისტული პოტენციალის შესახებ შესაბამისმა უწყებებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.

„ბათუმის კონფერენცია“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

დოპლომატები დღეს თბილისიდან ბათუმში მატარებლით ჩავიდნენ. უცხოელმა სტუმრებმა მოინახულეს აჭარის რეგიონისისტორიული და ინფრასტრუქტურული ნაწილი.

კონფერენციის დასრულების შემდგომ დიპლომატები მოინახულებენ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტს და გაეცნობიან მისფუნქციონირებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics