|
2026-04-20 12:08:51, 1510 ნახვა
პოლიტიკა
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
პარტია ფედერალისტები რეჟიმის საკონსტიტუციო სარჩელს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნება და მისი სატელიტები სამი პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ახალის და ლელოს აკრძალვას ითხოვენ. "როდესაც რეჟიმი ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, ის ამით არა ამა თუ იმ პოლიტიკოსის, არამედ მოქალაქეების ნების გაუქმებას ცდილობს. რეჟიმი აპირებს წარმომადგენლობით დემოკრატიაში თავად გადაწყვიტოს, ვის აქვს უფლება, წარმოგადგინოთ. ივანიშვილს სურს, თავად გააკეთოს ის არჩევანი, რომელიც თქვენ გეკუთვნით. ეს ნიშნავს სახელმწიფოს მიტაცების ფორმალურად დაკანონებას - რომ სახელმწიფო ივანიშვილის საკუთრებაა და არა ამ ქვეყნის მოქალაქეების. ამ გადაწყვეტილებით რეჟიმი არა მხოლოდ ამ ეტაპზე ასაკრძალი პარტიების ამომრჩევლებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს, რადგან თუნდაც ერთი ლეგიტიმური პარტიის გაუქმება ყველა პარტიის გაუქმებას ნიშნავს. ამ ნაბიჯით რეჟიმს სურს საქართველოს მოქალაქეების ძარცვა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ღალატი კიდევ უფრო გაიმარტივოს. დიქტატორული რეჟიმის დამარცხებასთან ერთად, ყველა მსგავსი უკანონობა წარსულს ჩაბარდება" - ნათქვამია განცხადებაში. რეჟიმის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი სარჩელით „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)