12:15 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-23 17:35:45, 357 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი გულწრფელი სურვილია ევროპის გზა აფხაზ და ოს ხალხთან ერთად განვვლოთ

„ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ წარსული, მაგრამ ორინეტირებულნი უნდა ვიყოთ მომავალზე - უნდა მოვძებნოთ და განვაახლოთ ის ინტერესები და ფასეულობები, რაც ოდითგანვე აერთიანებდა ჩვენს ხალხებს“,-ამის შესახებ საქართველო პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. 
მისივე განმარტებით, საქართველოს სურვილია  ოს და აფხაზ  ხალხთან ერთად განვლოს ქვეყანამ ევროპული გზა. 
„დღეს საქართველოში ‘აფხაზეთის დღე’ აღინიშნება. ეს დღე უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივთ, იესოს ერთ-ერთი მოციქულის, აფხაზეთის მიწაზე დაკრძალული წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს დაწესდა.
დღეს ჩვენ პატივისცემით ვიხსენებთ ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზეთის მიწის შვილებს - მწერლებსა და მეცნიერებს, სპორტსმენებსა და საზოგადო მოღვაწეებს. დღეს ასევე გულისტკივილით ვიხსნებთ ძმათა შორის ომს. 
ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ წარსული, მაგრამ ორინეტირებულნი უნდა ვიყოთ მომავალზე - უნდა მოვძებნოთ და განვაახლოთ ის ინტერესები და ფასეულობები, რაც ოდითგანვე აერთიანებდა ჩვენს ხალხებს.
დღეს საქართველო შეუქცევადად ადგს ევროპული განვითარების გზას და ჩვენი გულწრფელი სურვილია, რომ იგი აფხაზ და ოს ხალხთან ერთად გავნვლოთ. ღრმად მწამს, რომ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფოს ერთობლივ შენებას ალტერნატივა არ აქვს“,-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში,რომელიც „აფხაზეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გავრცელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics