12:14 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-17 16:20:04, 360 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: თუ ოჯახები მტკიცე გვექნება, სახელმწიფოც მტკიცე და ურყევი იქნება

17 მაისი საქართველოში  ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეა.  სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დაბრძანებულია აწყურის ღვთისმშობლის ხატი და სხვა სიწმინდეები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წირვა აღავლინა,  პარაკლისი გადაიხადა და გვარებისა და ოჯახების კურთხევის ლოცვა წაიკითხა.  

ასევე ეკლესიის წევრ მრავალშვილიან ოჯახებს, განურჩევლად ეროვნებისა, კათოლიკოს-პატრიარქის სიგელი გადაეცათ. შემდეგ კი ხალხს დღესასწაულთან დაკავშირებული ბროშურები დაურიგდა.

"მინდა შეგახსენოთ, რომ ოჯახი არის ფუძე კაცობრიობისა და ფუძე სახელმწიფოსი.  თუ ოჯახები მტკიცე გვექნება,  სახელმწიფოც მტკიცე და ურყევი იქნება. დღეს მე მინდა დავლოცო საქართველოს ყველა ოჯახი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ოჯახის სიმტკიცე არის საწყისი ადამიანის ბედნიერებისა",-ბრძანა პატრიარქმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics