21:34 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 12:43:10, 717 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ დედის დღე პედაგოგ ქალბატონებს მიულოცა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ირაკლი თავბერიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა.

„დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას, განსაკუთრებულად პედაგოგებს, იმიტომ, რომ ისინი ყველაზე ბევრი შვილის დედები არიან. მათ დიდი წვლილი მიუძღვით თითოეული ჩვენგანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ვულოცავ ყველა ქალბატონს და მომავალ დედებს ამ ლამაზ დღეს. ვუსურვებ მათ მშვიდობას, ჯანმრთელობას და სამშობლოსათვის განათლებული, საამაყო შვილების აღზრდას,“ - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

მრავალშვილიან და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე 54 პედაგოგ ქალბატონს მუნიციპალიტეტის მერიამ, შუახევის რესურსცენტრმა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების შუახევის რაინული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს მსოფლიოს შესახებ საერთო ხედვა აქვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics