|
2026-06-08 20:48:11, 272 ნახვა
საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს მსოფლიოს შესახებ საერთო ხედვა აქვთ
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს რეგიონში და გლობალურად მიმდინარე პროცესები, ასევე თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გამოწვევები და პერსპექტივები. ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას თანამშრომლობის ძირითადი სფეროების შესახებ. ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ თბილისს უმასპინძლებს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგი სამმხრივი შეხვედრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი დიდი ხანია „რეგიონული თანამშრომლობის წარმატებული ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია“, რასაც ადასტურებს მთელი რეგიონისთვის უდიდესი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების მთელი რიგი. „არსებული საერთაშორისო ვითარების გამოწვევების გათვალისწინებით, სამმხრივი ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, კოორდინირებული ვიყოთ ჩვენი საერთო ინტერესების წინსვლის მიზნით განხორციელებული ძალისხმევის მიმართულებით. დღეს, ჩემს კოლეგებთან ერთად, განვიხილეთ რეგიონში და გლობალურად მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები. ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც ასახავს ჩვენი ურთიერთქმედების ძირითად სფეროებს. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ რეგიონული უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საკითხებს. განსაკუთრებით გავუსვით ხაზი, რომ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა წინაპირობაა როგორც რეგიონის განვითარებისთვის, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)