|
2018-02-07 15:33:22, 1570 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე: საზმაუს სამეურვეო საბჭო სრულიად დეგრადირებული ორგანიზაციაა
„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭო არის სრულიად დეგრადირებული ორგანიზაცია, რომელსაც არ შესწევს უნარი საკუთარი ფუნქცია შეასრულოს“,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარალმენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. გოცირიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში საბიუჯეტო პროცესი მოშლილია, რაც კანონის გათვალისწინებით, სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველი შეიძლება გახდეს. „დღეს ჩვენ ვხედავთ რომ საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო არის სრულიად დეგრადირებული ოგანიზაცია. მას არ შესწევს უნარი შეასრულოს საკუთარი ფუნქცია. თქვენ ყველას დაგირიგდათ და ჩვენ გავხდებით ვალდებული განვიხილოთ ეს დოკუმენტი. საქართველოს აუდიტის სახელმწიფო დასკვნა, სადაც არის ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელის არსებული ფინანსური რევიზიის შესახებ. 3 წლის განმავლობაში ჩამოშლილია სისტემა. საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გამოეცხადოს სამეურვე საბჭოს უნდობლობა სრული შემადგენლობით. ეს არის დღეს ერთადერთი გამოსავალი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლები პირველი და მეორე მოსმენით ათზე მეტ კანონპროექტს განიხილავენ. მათ შორის, „საქართველოს კანონის პროექტებს „იურიდიული დახმარების შესახებ", „ადვოკატთა შესახებ", „სახელმწიფო პენსიის შესახებ", „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ", „საავტომობილო გზების შესახებ" კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)