13:19 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-13 11:55:51, 299 ნახვა

სამართალი
რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ქართველმა კაპიტანმა აშშ-ში წაყენებული ბრალი აღიარა

აშშ-ის მიერ დაკავებული რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემის ქართველმა კაპიტანმა აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის წაყენებული ბრალი აღიარა - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს

 "47 წლის ავთანდილ კალანდაძემ, რომელიც ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერის ყოფილი კაპიტანია და რომელსაც წარსულში ირანული და ვენესუელური ნავთობი აშშ-ის მოწინააღმდეგეების სასარგებლოდ გადაჰქონდა, დღეს საოლქო სასამართლოში ბრალი აღიარა, კარიბის ზღვიდან ჩრდილო ატლანტის ოკეანემდე მრავალკვირიანი დევნის დროს აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის“ | ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

 აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, რუსული ჩრდილოვანი ფლოტი ქართველ კაპიტანს განაჩენს 7 აგვისტოს გამოუტანენ. სანაპირო დაცვის ბრძანებისთვის დაუმორჩილებლობა, დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

 „კალანდაძის მიერ დანაშაულის აღიარება გამაფრთხილებელი უნდა იყოს ჩრდილოვანი ფლოტის მფლობელებისთვის, ოპერატორებისთვის და ყველასთვის, ვინც მართავს ან სხვაგვარად მხარს უჭერს მსგავს სახიფათო გემებს“ | განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გენერალური პროკურორის თანაშემწემ, ჯონ ეიზენბერგმა

 საპროცესო შეთანხმების თანახმად, ავთანდილ კალანდაძე ტანკერის Bella 1-ის კაპიტანი 2025 წლის სექტემბრიდან 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე იყო, რა დროშიც მან აზიაში 1.8 მილიონი ბარელი ირანული ნავთობი გადაიტანა.

 „ამ პერიოდში კალანდაძე Bella 1-ის გადაადგილების დასამალად სხვადასხვა გავრცელებულ მეთოდებს იყენებდა, მათ შორის, გადაადგილდებოდა გამორთული ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემით (AIS) და ნავთობის გადატვირთვისას გემის დასახელებას მალავდა“ | ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში

 ვენესუელასთან დაკავშირებული და რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera იგივე Bella 1, რომლის კაპიტანიც ავთანდილ კალანდაძე იყო, ირანიდან ვენესუელისკენ 2025 წლის აგვისტოში გავიდა. აშშ-მა ნავთობტანკერის დაკავება 21 დეკემბერს კარიბის ზღვაში ვენესუელის ბლოკადის დროს სცადა, ხოლო ამერიკელმა სამხედროებმა ნავთობტანკერი ისლანდიასთან ახლოს 7 იანვარს დააკავეს. დაკავების შემდეგ ნავთობტანკერი და ეკიპაჟის წევრები, მათ შორის გემის ქართველი კაპიტანი, ავთანდილ კალანდაძე შოტლანდიის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ავთანდილ კალანდაძე შოტლანდიიდან წაიყვანა. ავთანდილ კალანდაძეს აშშ-ში ბრალი ოფიციალურად 12 თებერვალს წაუყენეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
სანქციებია საჭირო - ევროპარლამენტარი პოლიციის მიერ ხალხის ცემაზე
ანა ნაცვლიშვილი პოლიციის მიერ ადამიანების ცემა-წამებაზე შსს-ს კითხვებით მიმართავს
კუპრაძე პოლიციელების ძალადობაზე - დაისაჯონ, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics