|
2018-02-05 17:29:37, 1729 ნახვა
კომენტარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მონაწილეობს. ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. გოჩა ლორთქიფანიძემ საკანონმდებლო სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა, კერძოდ, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ანტიკორუფციულ პოლიტიკაზე, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობაზე პატარა ქალაქებსა და სოფლებში. გოჩა ლორთქიფანიძემ ღონისძიების მონაწილეებს ის რეფორმებიც გააცნო, რომლებიც განხორციელების პროცესშია, მათ შორის, კომერციული პალატების შექმნა სასამართლოებში ბიზნესდავებისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვის პროცესი, მუშაობა ინფორმაციის თავისუფლების აქტზე. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, აგრეთვე, საქართველოს, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე ქვეყნის, ვალდებულებებსა და პრიორიტეტებზე. „ევროკავშირთან დაახლოებისა და ინტეგრაციის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების რეფორმები; ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ. აქედან გამომდინარე, დღეს საბჭოს სხდომაზე ძირითადი ფოკუსი გავაკეთეთ მართლმსაჯულების რეფორმებზე, მესამე ტალღაზე, იმ ნაბიჯებზე, რომელთაც ვდგამთ მესამე ტალღის მიღმა. ეს ეხებოდა კომერციული პალატების იდეას, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას. ევროკავშირის მხრიდან ეს რეფორმები, განსაკუთრებით, მართლმსაჯულების მესამე ტალღა, მოწონებულია და გვაქვს მხარდაჭერა ამ საქმიანობის გაგრძელებისათვის", − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებულ დღის წესრიგს, რომელიც მოიცავს პრიორიტეტებს 2020 წლამდე. პლენარული სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის გარდა, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი; ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე; თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი.
(NS)
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)