|
2017-12-12 14:42:40, 1978 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია „ვიზეარი” ქუთაისი-რიგის ახალ მიმართულებას ამატებს
ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლატვიის მიმართულებით ავიარეისებს 2018 წლის 25 მარტიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს. ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და კვირას შესრულდება. ქუთაისი-რიგის მიმართულებით ბილეთების შეძენა დღეიდან wizzair.com-ზე იქნება შესაძლებელი, ბილეთის ფასი 52.99 ლარი/19.99 ევროდან დაიწყება. ლატვიის დედაქალაქი ბალტიისპირეთის უდიდესი ქალაქია, ის ცნობილია მდიდარი მემკვიდრეობითა და კულტურის ძეგლებით, ტურისტული ლოკაციებით და მშვენიერი პარკებით. ბალტიისპირეთის რეგიონში შენარჩუნებულია შუა საუკუნეების ატმოსფერო თავისი გადატვირთული ქუჩებით, ვიწრო გადასასვლელებით და ძველი ეკლესიებით, რომლებიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია. რიგა ცნობილია ასევე მისი სპეციფიკური ცენტრალური ბაზრით, თავისუფლების ქანდაკებით და ტრადიციული რესტორნებით. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი და საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ამჟამად 18 მიმართულებით 12 ქვეყანაში დაფრინავს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)