|
2017-12-11 18:38:57, 2329 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: წლის ბოლომდე ტურიზმის სექტორიდან 2 მლრდ 700 მლნ აშშ დოლარს ველოდებით
პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში. დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტურიზმის სექტორში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ოქტომბრის თვეში ტურიზმის მიმართულებით ძალიან კარგი ზრდა დაფიქსირდა - დაახლოებით 19%-იანი ზრდა შემოსავლების მიმართულებით, რაც ნომინალში 35 მლნ დოლარია. „შესაბამისად, ოქტომბრის თვეში ტურიზმის სფეროდან ჩვენ 218 მლნ აშშ დოლარი მივიღეთ. ტურიზმის ჯამურიმაჩვენებლების თანახმად, წელს, 10 თვეში 2 მლრდ 500 მლნ აშშ დოლარი გვაქვს მიღებული ტურიზმის სექტორიდან. შესაბამისად, წლის ბოლომდე 2 მლრდ 700 მლნ აშშ დოლარს ველოდებით", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)