14:54 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 17:36:25, 1734 ნახვა

ეკონომიკა
ინა ბიურელმა „აბრეშუმის გზის“ ფორუმის მონაწილეებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებშითემატური პანელის - „გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები“ მიმდინარეობს, რომელსაც მოდერატორობას უწევსცნობილი ჟურნალისტი, Bloomberg-ის მედიაკონსულტანტიიან ბიურელი.

შესავალსიტყვაშიბიურელმა აუდიტორიას საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიცია და ლიბერალური და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს განვითარების კუთხით ქვეყნის მიერ გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმები გააცნო.

„საქართველობიზნესის კეთების თვალსაზრისით მსოფლიოს პირველ ათეულშია, ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები. საქართველო არის კანადაზე, საფრანგეთზე და გერმანიაზე წინ 190 ეკონომიკას შორის. მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ საქართველო არის იმ 20 ეკონომიკას შორის, რომელიც ბიზნესის რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა ძალიან პოზიტიური ფისკალური შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით. დადებითად ფასდება საქართველოს ფინანსური მდგრადობის დონე სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მიერ“, - განაცხადა შეხვედრის მოდერატორმა.

საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს საკანონმდებლო ჩარჩოზე საუბრისას, ბიურელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტრატეგია ეფუძნება ლიბერალურ და შეღავათიან  სავაჭრო შეთანხმებებს. ხაზი გაესვა ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად.

„საქართველოს რეგულაციები იძლევა იმის საშუალებას, რომ ყოველგვარი შეზღუდვების და ბარიერების გარეშე წარიმართოს ურთიერთობები ამ ქვეყნებთან და ის იყოს ღირსეული პარტნიორი რეგიონში“, -განაცხადა იან ბიურელმა.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics