|
2017-11-28 19:32:36, 1731 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიაციტივით გამოდის
საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კერძოდ, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის“ პანელზე გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობა სამაგალითოა. „ჩვენ ვაფართოებთ აღნიშნულ თანამშრომლობას, რათა ჩავრთოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ცენტრალური აზიის ქვეყნები და სამხრეთის თანამშრომლობის ქვეყნები. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ორგანო, რომელიც მოაგვარებს სირთულეებს დერეფნის ფარგლებში“, -აღნიშნა მინისტრმა. ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაზღვრა მიმდინარე მიზნები და ამოცანები - კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და უკეთესი საბაჟო პროცესების ჩამოყალიბება. „მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ აზერბაიჯანთან და თურქეთთან დავიწყეთ ინფორმაციის ავტომატური გაცვლა. რაც შეეხება საბაჟოს მხრიდან, ეს არის ძალზე გამოსადეგი, რამაც სერიოზულად შეამცირა განბაჟების პროცედურები და დრო“. დიმიტრი ქუმსიშვილი მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიაციტივით გამოდის, რომელიც რეგულარულ საფუძველზე გამართავს შეხვედრებს და უფრო სწრაფად გადაწყვეტს მიმდინარე პრობლემებს და გამოწვევებს. „რაც შეეხება ფინანსებს - რა თქმა უნდა, გვჭირდება ბანკების მრავალმხრივი დახმარება. თუკი არ გვექნება თანხები ბიუჯეტში, ვერ მოვახდენთ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას. აქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო, კერძო და სახელმწიფო პარტნიორობა, ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ გვჭირდება ბევრი მუშაობა, იმისთვის, რომ ბიზნესგარემო გაუმჯობესდეს, რომ გვქონდეს კერძო და საჯარო პარტნიორობის საუკეთესო ჩარჩო, რამაც კერძო სექტორს საშუალება უნდა მისცეს, განახორციელოს მისი ამოცანა და ქვეყანაში მრავალმხრივი განვითარებისა და მისი ხელშეწყობის საშუალება შექმნას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა მადლობა გადაუხადა ფორუმის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ ფორუმი ყველას ერთობლივი წარმატებაა. „მინდა ვისურვო, გვქონდეს ათჯერ მეტი ტვირთბრუნვა ამ დერეფნის მეშვეობით და რომ მივაღწიოთ ძალიან დიდ სარგებელს ყველა ქვეყნისთვის“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)