13:22 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 17:44:51, 1765 ნახვა

ეკონომიკა
კარლ ერჟავიკი: სამხრეთ კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობს სლოვენიის სამთავრობო დელეგაცია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე პრემიერმა კარლ ერჟავიკმა აბრეშუმის გზის ფორმატში საქართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კარლ ერჟავეკის განცხადებით, სლოვენია საქართველოსთან  მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას გეგმავს: „სლოვენიას და საქართველოს ბევრი საერთო აქვთ, ჩვენ საქართველოსთან  შესანიშნავი ურთიერთობები განვავითარეთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება.  ჩვენ გავმართავთ შეხვედრებს ქართველ კოლეგასთან, სხვა თანამდებობის პირებთან, ასევე გაიმართება შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად“. 

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმის მეორეჯერ გამართვა საქართველოს სტრატეგიულ პოზიციას ადასტურებს, ამასთან, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს  ქვეყნების დაკავშირებაში: „ფორუმზე განიხილება ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივა, რომელიც შეეხება აზიას, ევროპას და აფრიკასაც.   ინიციატივა დაეხმარება ქვეყნებს, მიაღწიონ ეროვნულ მიზნებს მდგრადი განვითარების ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტმა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას. სამხრეთ კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია, რადგან აქ გადის აღმოსავლეთს, დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის დამაკავშირბელი გზა“,  -განაცხადა სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ერჟავეკმა.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics