12:19 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 11:47:34, 1839 ნახვა

ეკონომიკა
კახიძე: ვანო მერაბიშვილის საქმე, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, პირველი და ისტორიული იქნება

„ვანო მერაბიშვილის საქმე, ეს იქნება პირველი და ისტორიული საქმე, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში“,- ამის შესახებ შს ყოფილი მინისტრის და ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ სტრასბურგმა დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დარღვეულია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, ეს იქნება დადასტურება, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და ხელისუფლება ვალდებული იქნება ის გაათავისუფლოს.

„მთავარი მოლოდინი რაც მაქვს, არის რომ, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ობიექტური და დასაბუთებული. შინაარსთან დაკავშირებით, ნამდვილად, უფრო შორს ვერ წავალ, ამიტომ, ყველა უნდა დაელოდოს ამ გადაწყვეტილებას. რაც მთავარია, იმ შემთხვევაში თუ დიდი პალატა დაადგენს მე-18 მუხლის დარღვევას, არც იმას ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი და პატიმარი, ხელისუფლებამ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯი და გაათავისუფლოს მერაბიშვილი უკანონო პატიმრობიდან“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს, 11:30 საათზე გამოაცხადებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics