12:20 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 11:35:26, 1738 ნახვა

ეკონომიკა
ანაკლიის პორტი აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პორტებს შორის მემორანდუმებს გააფორმებს

დღეს, 18:00-ზე „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ტრანსკასპიური დერეფნის პორტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს გააფორმებს. 

"ანაკლიის განვითარების  კონსორციუმის" ინფორმაციით, მემორანდუმები ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტისა და ყაზახეთის პორტ კურიკის წარმომადგენლებთან გაფორმდება. შეთანხმების ხელმოწერა სასტუმრო „ბილტმორში" გაიმართება და დოკუმენტს ხელს პორტების პირველი პირები მოაწერენ. 

შეთანხმებები პორტებს შორის ხელს შეუწყობს ტრანს-კასპიური დერეფნის განვითარებას და ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულებისთანავე ტვირთის გადაზიდვის კონკურენტუნარიან პირობებს შექმნის.

ანაკლიის პორტით ასევე დაინტერესდნენ რუმინული ღრმაწყლოვანი პორტის კონსტანცას წარმომადგენლები, რომლის ოფიციალური დელეგაცია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" სამუშაო ვიზიტით 27 ნოემბერს ეწვია. უახლოეს მომავალში იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება კონსტანცას ნავსადგურთანაც.

ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტებს აქტიურად განიხილავენ „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმზე, რომელიც 28-29 ნოემბერს იმართება. ანაკლია ფორუმის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და სპონსორია.

ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სადისკუსიო პანელზე ანაკლია განხილული იქნება, როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი შუა კორიდორის განვითარებაში, მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი და საქართველოს ახალი შესაძლებლობა. ანაკლიის პროექტის წარმომადგენლები ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ ფორუმის მონაწილე 30-ზე მეტ კომპანიასთან.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. პორტის პირველი ფაზის გახსნა და ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2021 წლისთვის იგეგმება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics