|
2017-11-27 11:42:06, 1655 ნახვა
ეკონომიკა
დამატებით გამოყოფილი 60 მილიონი ლარი მეტროს და ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას მოხმარდება
აღნიშნული თანხები კონკრეტულ პროექტებზე იქნება მიმართული. ეს არის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები და ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 60 მილიონამდე ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესა და თბილისის მერ კახა კალაძის შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა. შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, სადაც დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. მხარეებს შორის აღინიშნა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირებაზე მუშაობა გრძელდება და მასში თბილისისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებები და ის პროექტები აისახება, რომლებიც დედაქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია. კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრსა და ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა, რადგან დაახლოებით, 60 მლნ ლარი დამატებით სწორედ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოიყოფა და დედაქალაქის განვითარებას მოხმარდება. „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებას და ფინანსთა სამინისტროს თანადგომისთვის, რადგან 2018 წლის ბიუჯეტი განსახორციელებელი პროექტებისთვის დაახლოებით, 60 მილიონით გაიზრდება, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. აღნიშნული თანხები კონკრეტულ პროექტებზე იქნება მიმართული. ეს არის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები და ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. 2018 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის განსხვავებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე იქნება, რადგან იმ პროექტების განხორციელებას ვიწყებთ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2018 წლისთვის ქალაქის მერიას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განსახორციელებელი. „საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აღნიშნული პროექტები შეისწავლა და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს თბილისში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი დაახლოებით, 60 მლნ ლარით გაიზარდოს. თანხები მიზნობრივად მიიმართება და მათი ძირითადი ნაწილი მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის, მოძრავი შემადგენლობის გარემონტებას მოხმარდება და ამასთან ერთად, განსაზღვრულია დამატებითი თანხები თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უახლოეს დღეებში მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაზე მუშაობა დასრულდება, რომელშიც შესაბამისი ცვლილებები აისახება და დოკუმენტი საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება.
(NS)
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)