|
2017-11-24 14:28:37, 2026 ნახვა
ეკონომიკა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 3.9%-ით გაიზარდა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით; კრედო ბანკის გარეშე), 2017 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 772.2 მლნ ლარით (3.9 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.3 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 20.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 156.6 მლნ ლარით (1.9 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 615.6 მლნ ლარით (5.4 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.9 პროცენტი შეადგინა). „რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.4 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.3 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 6.5 მლრდ ლარის (5.0 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით მეტი). 2017 წლის ოქტომბრის განმავლობაში 3.9 პროცენტით ანუ 400.1 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 10.8 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.59 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.23 პროცენტული პუნქტით გაიზარდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)