|
2017-11-16 19:18:43, 2199 ნახვა
ეკონომიკა
აბრეშუმის გზის ფორუმზე, მისასალმებელი სიტყვით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმერ გროისმანი გამოვა
ვოლოდიმერ გროისმანი უკრაინის პრემიერ-მინისტრი 2016 წლის აპრილიდან არის. 2014 წლის ნოემბერში ის იყო უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი. თებერვალში კი დაინიშნა უკრაინის რეგიონული პოლიტიკის ვიცე პრემიერის და რეგიონული განვითარების, სამშენებლო, საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრის თანამდებობაზე. 2010 წელს გროისმანმა ამომრჩეველთა 77.81% -ის მხარდაჭერა მოიპოვა და ქალაქ ვინიცას მერად მეორე ვადით აირჩიეს. ასევე, ის იყო უკრაინის ქალაქებისა და თემების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი საცხოვრებელი და კომუნალური მომსახურების საკითხებზე. 2006 წელს, 28 წლის ასაკში, გროისმანი პირველად გახდა ქალაქ ვინიცასს მერი და უკრაინის რეგიონალური ცენტრის უმცროსი მერი. 1994-2005 წლებში ის ქალაქ ვინიცას საკრებულოში აირჩიეს, იკავებდა საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონიერების, საბჭოს წევრთა საქმიანობის და ეთიკის მუდმივი კომიტეტის უფროსის მოადგილის თანამდებობას. ვოლოდიმერ გროისმანი არის უკრაინის მე-2 და მე-3 ხარისხის ღირსების ორდენოსანი და პოლონეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენის კავალერი. http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/welcoming-panel/168-he-volodymyr-groysman
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)