|
2017-11-16 16:56:54, 1795 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძემ ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ კონფერენციაზე „ვიშეგრადის ქვეყნები და საქართველო - ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები“ მოხსენებით გამოვიდა, რომელიც საქართველო - ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე განხილული იქნა საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებს შორის (ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი) ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, გენადი არველაძემ მადლობა გადაუხადა ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული დახმარებისთვის მათ შორის, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში. არველაძემ საქართველოსა და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკა მიმოიხილა, მათ შორის, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებებით. კონფერენციის მუშაობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი, ბრუნო ბალვანერა და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)