07:54 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 11:55:02, 1948 ნახვა

ეკონომიკა
მესტვირიშვილი აცხადებს, რომ ლარი საზოგადოებაში არსებული მოლოდინების გამო უფასურდება

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ფუნდამენტური ფაქტორი, რაც ლარის სიმყარეს განაპირობებს, პოზიტიურია.

მესტვირიშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კურსის სტაბილურობაზე გავლენას საზოგადოებაში არსებული მოლოდინები ახდენს:

"კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და ამ ბაზრისათვის დამახასიათებელია ცვალებადობა. რაც შეეხება თვითონ კურსზე მოქმედ ფაქტორებს, ბევრჯერ გავაკეთეთ კომენტარი, მათ შორის არის დეტალური ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული. ფუნდამენტური ფაქტორი, რაც ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ, არის პოზიტიური, მოლოდინების გამო არის გამოწვეული ეს ქცევა და რასაც ვხედავთ, იმპორტიორები, ვინც ადრე, იანვარ-თებერვალში ყიდულობდა ვალუტას, დაიწყეს შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან და ეს არის გააქტიურებული, რაც ასევე მოლოდინებთან არის დაკავშირებული”,-აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.

ცნობისთვის, ოფიციალური კურსით 1 დოლარი დღეს 2.6830 ლარი ღირს, ევრო კი, 3.1437. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, აქ დოლარის ფასი 2.69-დან 2.72 ლარამდე მერყეობს, ხოლო ევროს შეძენა 3.15-3.21 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics