|
2017-11-14 15:10:17, 1832 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მისასალმებელი სიტყვით გამოვა
29 ნოემბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰადუკი მისასალმებელი სიტყვით გამოვა. აღსანიშნავია, რომ ჰუდაკი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს. ის იყო სლოვაკეთის თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირის უფროსი შუამავალი ფინანსურ საკითხებში ევროკავშირის საბჭოში. 2015-2016 წლებში იგი იყო სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი. ჰუდაკი ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი და სლოვაკეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი იყო ევროპის სტაბილურობის მექანიზმის მმართველთა საბჭოში. ვაზილ ჰუდაკი ასევე, J.P. Morgan Chase-ში იყო აღმოსავლეთ ევროპის სახალხო სექტორის უფროსი მრეწველობის დარგში და მუშაობდა აშშ-სა და ევროპის “Citi Group”- სა და აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის ფილიალებში. ჰუდაკმა კარიერა ჩეხოსლოვაკიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო. ვაზილ ჰუდაკი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში, პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტსა და ჰარვარდის ბიზნესსკოლაში სწავლობდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)