|
2017-11-09 16:27:14, 2191 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის, რეფორმების მიმდინარეობისა და სამომავლო გადაწყვეტილებებისა და პროგნოზების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრას ასოციაციის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი დაესწრო. აღინიშნა, რომ ბიზნესი საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებს პროგნოზებს საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ. ასევე დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ შეხვედრები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან რეგულარულად ტარდება. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა 2018 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებსა და საგადასახადო კანონმდებლობაზე, აგრეთვე მიმდინარე ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, მათ შორის, საპენსიო სქემისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა საჯარო-კერძო პარტნიორობის საკანონმდებლო ჩარჩოზე, რომელიც ამჟამად იხილება. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ყველაზე მსხვილი ბიზნესის გაერთიანებას წარმოადგენს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)