|
2017-11-09 16:13:24, 2221 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო საინვესტიციო ჯგუფის „BGEO”-ს მიერ ორგანიზებულ ინვესტორთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციებისა და სამთავრობო რეფორმების შესახებ. “BGEO ჯგუფი“ ინვესტორთა დღეს ყოველწლიურად მართავს და მასში, ტრადიციულად, აღნიშნული საინვესტიციო ჯგუფის ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებიც საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის და მთავრობის მიმდინარე რეფორმების შესახებ. მისი თქმით, ეკონომიკური ტენდენციების უფრო ხელსაყრელმა განვითარებამ, მთავრობას საშუალება მისცა 2017 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4 პროცენტიდან 4.7 პროცენტამდე გაეზარდა. დიმიტრი ქუმსიშვილმა აგრეთვე ვრცლად მიმოიხილა ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც მიმართულია საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებისკენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)