|
2017-11-08 22:03:54, 2025 ნახვა
ეკონომიკა
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2017 და 2018 წლების პროგნოზი გაზარდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2017 და 2018 წლების პროგნოზი გაზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განახლებული ანგარიშის მიხედვით, (2017 წლის 7 ნოემბერი), 2017 და 2018 წლებში საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 0.6, ხოლო 2018 წლისთვის 0.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. სამინისტროს ცნობით, EBRD პროგნოზის გაუმჯობესებას საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას უკავშირებს, რაც ექსპორტისა და ტურიზმის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა. „2017 წლის ცხრა თვეში საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა, ხოლო ამავე პერიოდში ექსპორტის 28.3%-იანი, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 28.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. EBRD-ის ანგარიშის თანახმად, მოხმარების გაჯანსაღება, ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და ტურიზმის სექტორის შემდგომი განვითარება ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები იქნება მომავალი წლების განმავლობაში. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი EBRD-ის მსგავსად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) და აზიის განვითარების ბანკმაც გაზარდეს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზების თანახმად, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდგომ წლებში. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები უკვე აისახა ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებაზეც - მიმდინარე წლის სექტემბერში სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)