|
2017-11-08 17:56:28, 1895 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საბჭოს ბანკის მმართველის მოადგილეს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საბჭოს ბანკის (CEB) მმართველის მოადგილეს როზა მარია სანჩეს - ებრა ალონსოს (Rosa María Sánchez-Yebra Alonso) შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლებიც მიმდინარე წელს ზრდადი დინამიკით ხასიათდება. მან ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე, რომლის მიხედვითაც ხორციელდება მნიშვნელოვანი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები. ევროპის საბჭოს ბანკის მმართველის მოადგილე განსაკუთრებით დაინტერესდა აღნიშნული რეფორმების მიმდინარეობით. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სივრცით რეფორმაზე, აგრეთვე, საჯარო სექტორში ენერგოეფექტურობის განვითარებაზე, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერასა და სხვა. ევროპის საბჭოს ბანკის მმართველის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური ვითარება. ევროპის საბჭოს ბანკის დაფინანსებით საქართველოში 25 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გარდა ამისა, განიხილება აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა საქართველოს ჩრდილოეთით, სვანეთის მიმართულებით გზისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის პროცესში, რომელთაც მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი გააჩნიათ. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ სამომავალო თანამშრომლობას საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)