|
2017-11-04 11:39:02, 2372 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში ბიზნესის კეთება გაცილებით უფრო მარტივია
„იმ მე-8 პოზიციას, რომელზეც თქვენს დროს იყო საქართველო „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში", ჩვენი დღევანდელი მე-9 პოზიცია 14 საფეხურით უსწრებს წინ და რეალურად ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთება გაცილებით უფრო მარტივია. ბიზნესს ნამდვილად აღარ ეშინია დღეს ბიზნესის კეთება, საკუთრების უფლების ნაწილში კი, მთელი 72 პოზიციით გვაქვს გაუმჯობესება", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შემაჯამებელ სიტყვაში განაცხადა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ახალ რეიტინგზე, რომლის მიხედვითაც საქართველო რეიტინგის ლიდერი ქვეყნების ათეულში შორის მოხვდა. დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის რეპლიკაზე, რომ 2012 წელს საქართველო აღნიშნულ რეიტინგში მე-8 ადგილზე იყო. „ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლიდან ძალიან მალე რეიტინგის ავტორმა, მსოფლიო ბანკმა შეფასების კრიტერიუმები შეცვალა. არსებობს ოფიციალური ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ბანკმა დაადასტურა, რომ ჩვენი რეიტინგი მე-8-დან 23-ე ადგილზე გახდა არა იმიტომ, რომ საქართველოში რაღაც გაფუჭდა, არამედ იმიტომ, რომ მსოფლიო ბანკმა უფრო ხარისხიანი კვლევა ჩაატარა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)