06:44 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-04 09:32:50, 1917 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპოზიტებს ლარის კურსზე გავლენა არ მოუხდენია

ბანკებში ფინანსთა სამინისტროს მიერ განთავსებულ ფულს რომ გავლენა ჰქონდეს კურსზე,   რა თქმა უნდა, ამ ინსტრუმენტს ჩვენ არ გამოვიყენებდით, მაგრამ ეს ასე არ არის, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომერციულ ბანკებში სახელმწიფო ხაზინის მიერ განთავსებული დეპოზიტების საკითხზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა ყველა განვითარებულ  ქვეყანაში.

„სადაც ხაზინა განვითარებულია,  ხდება ამ მექანიზმის გამოყენება  და ჩვენ ამ ოპერაციებს გავაგრძელებთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მან დეპუტატებს წარუდგინა გრაფიკული მაჩვენებლები, სადაც დეტალურად იყო გაწერილი  ხაზინის მიერ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების და  რეფინანსირების  სესხების დინამიკა.

„დღეს ჩვენ ეკონომიკაში ჩვეულებრივი ზიარჭურჭლის პრინციპი გვაქვს,  როდესაც, ერთი მხრიდან, აწვდი და მეორე მხრიდან კი - აბალანსებ. რამდენი დეპოზიტიც ჩვენ განვათავსეთ კომერციულ ბანკებში, ზუსტად იმდენით შეამცირეს კომერციულმა ბანკებმა  რეფინანსირების სესხების აღება  ეროვნული ბანკიდან.  აბსოლუტურად სარკისებურად არის ასახული ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან და ამას ლარის კურსზე არა აქვს გავლენა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საქართველომ საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციები გაიარა, რომელთა დასტურითაც  მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics