|
2017-11-03 18:42:15, 2012 ნახვა
ეკონომიკა
აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთი სპიკერი ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი იქნება
ჰენრიკ ჰოლოლეი ეკონომისტი, ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტისა (Tallinn Technical University https://www.facebook.com/TallinnTech/) და დანიის აარჰუსის უნივერსიტეტის (Aarhus University) https://www.facebook.com/aarhusuni/) კურსდამთავრებულია. 1995-2004 წლებში ჰოლოლეის ეკავა სხვადასხვა თანამდებობა ესტონეთის მთავრობაში. მას, ქვეყნის მთავრობასა და პრემიერ-მინისტრთან უშუალო თანამშრომლობით, დიდი წვლილი მიუძღვის ესტონეთის ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის გატარებაში. 2001-2002 წლებში ჰენრიკ ჰოლოლეი იყო ესტონეთის ეკონომიკის მინისტრი. 2002-2003 წლებში ის წარმოადგენდა ესტონეთის მთავრობას იმ გუნდში , რომელმაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ევროპის კონსტიტუციის პროექტი შეიმუშავა( the Convention on the Future of Europe). 2004 წელს ჰენრიკ ჰოლოლეი გადავიდა ევროკომისიაში ვიცე-პრეზიდენტის სიიმ კალასის https://www.facebook.com/kallassiim/) კაბინეტის თავმჯდომარის პოზიციაზე. 2004-2010 წლებში, ვიცე-პრეზიდენტ კალასის პირველი მანდატის დროს, იგი ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციას, აუდიტს და თაღლითობის საწინააღმდეგო საქმიანობას, ხოლო ვიცე-პრეზიდენტის მეორე მანდატის დროს, 2010-2013 წლებში იგი ტრანსპორტის საკითხებზე მუშაობდა. 2013 წლის ნოემბრიდან ჰოლოლეი ევროკომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ დაინიშნა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმოქმედ კომიტეტში ევროკომისიის წარმომადგენელი იყო. ჰენრიკ ჰოლოლეი ევროკომისიის მობილობისა და ტრანსპორტის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2015 წლის ოქტომბერში დაინიშნა. იგი ხელმძღვანელობს 600-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარ გუნდს, ოთხ სხვადასხვა სატრანსპორტო სააგენტოს, (EASA, EMSA, ERA, INEA) ასევე, ორ ერთობლივ ქვეპროგრამას (SESAR, S2R), რომელთა საშუალებითაც ევროკავშირის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარება და იმპლემენტაცია უნდა განხორციელდეს. სხვადასხვა წლებში ჰენრიკ ჰოლოლეის ჯილდოდ გადაეცა ლომის დიდი ჯვარი ფინეთის პრეზიდენტისგან, თეთრი ვარსკვლავის მე-3 თანრიგის ორდენი ესტონეთის პრეზიდენტისგან, Chevalier de l'Ordre du Mérite-ის ორდენი საფრანგეთის პრეზიდენტისგან, ასევე აღიარების ჯვარი ლატვიის პრეზიდენტისგან და ღირსების ორდენი მოლდოვას პრეზიდენტისგან. 2014 წლის მაისში ესტონურმა ევროპულმა მოძრაობამ ჰენრიკ ჰოლოლეი „წლის ევროპელად“ დაასახელა. http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/transport-infrastructure/152-henrik-hololei (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)