|
2017-11-03 14:39:16, 1682 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო-რუმინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომა გაიმართება
3 ნოემბერს, 16.30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" საქართველო-რუმინეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომა გაიმართება. სხდომის ბოლოს ხელი მოეწერება საქართველო-რუმინეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომის ოქმს. კომისიის ფარგლებში ორი ქვეყნის ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს განიხილავენ. სხდომაზე ასევე ისაუბრებენ ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა. სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და და რუმინეთის ბიზნეს გარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრი ბატონი ჰარი ილან ლაუფერი დაესწრებიან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)