|
2017-11-01 17:29:41, 1727 ნახვა
ეკონომიკა
„m2“-მა მთაწმინდის ფერდობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა
1-ლი ნოემბერი, 2017 წელი - კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ნახანძრალი ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტი m2-ის დაკვეთით საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებმა მოამზადეს. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი როგორც ნახანძრალი 2 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის გატყევება-აღდგენის, ასევე მისი შემდგომი მოვლის ეტაპები და პროცედურები. საქართვველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ მომზადებულმა დოკუმენტმა საბოლოო სახე რამდენიმე დღის წინ მიიღო, როდესაც m2-მა გარემოს დამცველ ორგანიზაციებთან და დარგის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში სპეციალისტებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს. მათი წინადადებების უმეტესობა სატენდერო დოკუმენტში იქნა გათვალისწინებული. ტენდერი მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის გატყევება-აღდგენის სამუშაოებთან დაკავშირებით 1-ელ ნოემბერს გამოცხადდა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს თავიანთი წინადადებების წარმოდგენა 15 ნოემბრამდე შეეძლებათ. კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ფერდობის რეაბილიტაციაზე მუშაობა 9 აგვისტოს დაიწყო. m2-ის მიზანი აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვანი და თვითგანახლებადი გარემოს შექმნაა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)