|
2017-10-31 19:10:06, 2223 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში უზნაძის ქუჩაზე სასტუმრო აშენდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში თბილისში, დ. უზნაძის ქუჩა N14–ში მდებარე სახელმწიფო ქონება 1 960 000 ლარად ელექტრონულ აუქციონზე გაყიდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონის პირობების მიხედვით კომპანია სულ მცირე 120 ნომრიან სასტუმრო-კომპლექსს მოაწყობს რისთვისაც არანაკლებ 6 500 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. უწყების ცნობით, პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ერთი წლის შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა ადგილებში, გაყიდულია 26 602 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 58 200 000 ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ პროექტი ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მასშტაბით უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და უპასუხონ ტურიზმის დარგში დაფიქსირებულ გაზრდილ მოთხოვნას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)