|
2017-10-25 19:43:43, 2304 ნახვა
ეკონომიკა
რუმინული ავიაკომპანია რუმინეთიდან ტურისტებს საქართველოში ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანს
რუმინული ავიაკომპანია ,,Blue Air Airline" -ი რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტებს ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანს. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, პირველი ჩარტერული ფრენები 2018 წლის 3 და 10 თებერვალს განახორციელდება. "გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რუმინული ტურისტული კომპანიების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა ორ ქვეყნას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. ვიზიტის დროს რუმინელი ტურ-ოპერატორები ადგილზე გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და შეხვედრები გამართეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის განხილული იქნა პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებმა, როგორც ახალმა ალტერნატივამ ევროპელი ტურისტებისთვის. საპილოტე პროგრამის წარმატების შემთხვევაში, რუმინული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას ჩარტერული რეისები მომავალშიც განახორციელოს და ფრენებს რეგულარულ ხასიათს მისცეს. აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში, რომელიც მათ შორის მიზნად ისახავს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის საზღვარგარეთ წარმოჩენას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)