|
2017-10-25 14:05:14, 2097 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმატიში „OECD EURASIA WEEK“-ის ღონისძიებებში მონაწილეობს, ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, აზიმ იბროჰიმს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. აღინიშნა ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის, ტრანზიტისა და ტურიზმის სფეროში. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ქვეყნებს შორის დასახვეწია ორმხრივი სამართლებრივი ბაზა, რომლის სრულყოფა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს, განავითარონ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)