|
2017-10-16 12:46:59, 1859 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი და კობა გვენეტაძე EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრა აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო კაპიტალის ბაზრის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე საკითხები. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ შემუშავდა, რამდენიმე პრიორიტეტული პუნქტის განხორციელებას ითვალისწინებს. მათ შორისაა, საკანონმდებლო და ტექნიკური ბაზის სრულყოფა იმ პერიოდისთვის, როდესაც საქართველოში ამოქმედდება საპენსიო რეფორმა. გარდა ამისა, უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან ძალაში შევა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. ასევე, მხარეებმა განიხილეს საქართველოს კაპიტალის ბაზარი. ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული ბაზრის რეფორმირებისთვის. ქართულმა მხარემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან აღნიშნული რეფორმის კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ მისი განვითარება უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული ფინანსური წყაროების შესაქმნელად. (NS)
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)