21:55 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 12:05:16, 2192 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს და სავალუტო ფონდის დირექტორს შეხვდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ენტონი დელანოისა და აღნიშნული ორგანიზაციის ალტერნატიულ ხელმძღვანელს, რიჩარდ დორნბოშს შეხვდა. 

საუბარი წარიმართა საქართველოს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმატებულ თანამშრომლობაზე, აგრეთვე ფონდის დაახლოებით ერთი კვირის წინ დასრულებულ მისიაზე საქართველოში, რომლის დროსაც დადებითად შეფასდა არა მხოლოდ პროგრამის მიმდინარეობა, არამედ სამთავრობო რეფორმები და რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც საფუძვლად დაედო ფონდთან საქართველოს პროგრამას, აგრეთვე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებზე.

მოგვიანებით, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს, დიმიტრის ციცირაგოსს და კორპორაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო აღნიშნული ორგანიზაციის პროგრამები საქართველოში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics