|
2017-10-11 19:21:32, 2224 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელობას შეხვდა
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ხელმძღვანელს, ჯონათან ნეშს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქმიანობაზე საქართველოში. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც აღნიშნული კორპორაცია უწევს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების კუთხით, განსაკუთრებით პრიორიტეტული - განათლების რეფორმის მიმართულებით. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელობას გაწეული მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლების სფერო და მისი გაუმჯობესება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ მეორე კომპაქტის ფარგლებში საქართველოს 140 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო, რომელი განათლების სფეროს განვითარებისთვისაა განკუთვნილი. გრანტის ფარგლებში, ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს 100-მდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტრენინგების და საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება. აგრეთვე, ადგილობრივი ეკონომიკისათვის შესაბამისი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიწოდების უზრუნველყოფა და მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლების პროგრამების დანერგვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებში (STEM). შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა იმ გარემოება, რომ კორპორაციასთან თანამშრომლობის მეორე კომპაქტის მიხედვით, საქართველოში შესაძლებელია ამერიკული განათლების მიღება. საუბარია სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების საქართველოში დანერგვაზე, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტი საქართველოში იღებს იმავე მაღალი ხარისხის ცოდნას, როგორც მიიღებდა სან-დიეგოს უნივერსიტეტში, თუმცა ბევრად ნაკლებ ფასად. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის სამომავლოდ გაგრძელდება და უფრო მეტად ნაყოფიერი და ორმხრივად ხელსაყრელი გახდება. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ MCC-ის ვიცე-პრეზიდენტი რობერტ ბლაუ, რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ფატემა სუმარი და კორპორაციის სხვა პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.
(NS)
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)