|
2017-10-04 10:02:26, 1969 ნახვა
ეკონომიკა
საუდის არაბეთის სამეფოს უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი საქართველოს ბაზრით დაინტერესდა
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი საუდის არაბეთის სამეფოს უმსხვილესი ჯგუფის „Al-Bawani"- ის აღმასრულებელი დირექტორი ფახერ ალ შავაფი თბილისში გამართულ შეხვედრებს და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს აფასებს. მისი განცხადებით საუდის არაბეთისთვის საქართველო თავისი ეკონომიკური შესაძლებლობებით საინტერესო ბაზარია და თბილისში გამართული შეხვედრებისას თანამშრომლობის საინტერესო მიმართულები გამოიკვეთა. „სიმართლე გითხრათ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. კულტურული მრავალფეროვნება, გასაოცარი ადამიანები და მშვენიერი ქალაქი ნამდვილად აჩენს სურვილს გადავდგა მორიგი ნაბიჯები. ეს ნამდვილად საინტერესო პოტენციური ბაზარია საუდელი ინვესტორებისთვის. საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის მინისტრებთან და ფონდებთან შეხვედრების დროს ჩვენ აღმოვაჩინეთ თანამშრომლობის ბევრი შესაძლებლობა, რომლის შესახებაც ვიმსჯელეთ", - განაცხადა ფახერ ალ შავაფიმ. საუდელმა ინვესტორმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტურიზმის სფეროს განვითარების დადებით დინამიკას და აღნიშნა, რომ მისი კომპანია საქართველოსთან ურთიერთობის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით განიხილავს. ფახერ ალ შავაფიმ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს მიერ გაწეული ძალისხმევა საქართველოში საუდური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით: „საქართველოს ელჩი აქტიურად აწვდის საუდელ ინვესტორებს ინფორმაციას საქართველოს გეოგრაფიული და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ. სწორედ ამიტომ ვართ აქ", - განაცხადა ფახერ ალ შავაფიმ. საგარეო უწყების ინფორმაციით, „Al-Bawani Group" -ის ხელმძღვანელი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს გაცნობის მიზნით, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია საქართველოს და შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ასევე, საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდების ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ გაერთიანება „Al-Bawani Group" 30 წელზე მეტია საქმიანობს და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 10-ზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს. მსხვილი საუდელი ინვესტორების საქართველოში ვიზიტი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში ხორციელდება. ქართულ ბაზარზე უცხოური კომპანიების აქტიური შემოსვლა და ქართული კომპანიებისათვის საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული ფუნქციონირების ხელშეწყობა, ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საგარეო საქმეთა სამინსიტრო მთავრობის ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულია ერთის მხრივ უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის ხელშეწყობაში, მეორეს მხრივ კი რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პროცესში. უახლოეს დღეებში საქართველოს კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან ეწვევა ბიზნესმენთა დელეგაცია, მათ შორის ინდოეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან და ა.შ.
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)