|
2017-10-02 20:45:47, 2262 ნახვა
ეკონომიკა
2018-2021 წლებში სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებაა დაგეგმილი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თემაზე ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, 2018-2021 წლებში დაგეგმილია სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება. „ ეს ინვესტიციები ორიენტირებულია ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, რომლებმაც უნდა წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა კერძო სეტორში. ამასთან პროექტებს ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი ეფექტები ექნება არა მხოლოდ მათი განხორციელების პერიოდში, არამედ მათი დასრულების შემდგომაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები (გზები, ხიდები, გვირაბები, აეროპორტები, საკურორტო ზონები, წყლის და ენერგოინფრასტრუქტურის მშენებლობა- რეაბილიტაცია და ა.შ.), რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გზით. სწორედ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ზრდაზე არის გათვალისწინებული 2018 წლისთვის არსებული დამატებითი რესურსები“,-ნათქვამია საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში. 2017 წლიდან დაწყებული ხარჯების ოპტიმიზაცია კვლავ გრძელდება და 2018 წელს მიმდინარე ხარჯები განისაზღვრება მშპ-ის 23.3%-ის ფარგლებში (2017 წელს 24.8%), ხოლო 2021 წლისათვის შემცირდება 20.8%-მდე.
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)