|
2017-09-29 17:29:24, 2202 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ „ემ პე დეველოპმენტმა“ ბათუმში სავაჭრო ცენტრი - Black Sea Mall -ი გახსნა
ბათუმში „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანია „ემ პე დეველოპმენტმა“ მორიგი სავაჭრო ცენტრი - Black Sea Mall -ი გახსნა. 10,015 კვ.მ ფართობზე გაშენებული მიმზიდველი არქიტექტურისა და დიზაინის მქონე სავაჭრო ცენტრი საკუთარ სივრცეში 22 მულტინაციონალურ და ადგილობრივ ბრენდს აერთიანებს. „ვისოლ ჯგუფმა“ Black Sea Mall -ის გახსნით ჯამურად 300-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლის დასაქმების შესაძლებლობა შექმნა. „ემ პე დეველოპმენტი“ თბილისში უკვე რამოდენიმე სავაჭრო ცენტრს ფლობს და Black Sea Mall -ი კომერციული უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით განხორციელებული მორიგი წარმატებული პროექტია. Black Sea Mall -ის შექმნისთვის „ვისოლ ჯგუფმა“ სოლიდური ინვესტიცია განახორციელა. სავაჭრო ცენტრის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. „ჩვენ უკვე ოთხ სავაჭრო ცენტრს ვფლობთ, სადაც ძირითადი არენდატორი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - „კარფურია“. ჩვენ „კარფურთან“ ერთად საქართველოში კიდევ რამოდენიმე პროექტის განვითარებას ვგეგმავთ. ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ საერთშორისო და ადგილობრივ ბრენდს, რომლებიც სავაჭრო ცენტრებში განთავსდნენ. ჩვენ ერთად კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ, რითაც მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში“, - განაცხადა ფხაკაძემ. Black Sea Mall -ი ფრანგული ჰიპერმარკეტ „კარფურით“, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდითა“ და „დანკინ დონატსით“, ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ელიტ ელექტრონიქს“ „არაი თუმოროუ“, “ზუმერითა“ და „მობილუქსით“, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის თუ აქსესუარის მაღაზიებით „კონვერსი“, „ბატა“, „პარფოისი“, „ოვიეს ქიდსი“, „პენტი“, სამკაულების და ბავშვის სათამაშოების მაღაზიებით „დელფოსი“, „ბაკარა“, „პეპელა“, პარფიუმერული მაღაზია „ივ როშე“, საქართველოს ბანკით, „ჯი პი სის“ აფთიაქით, ტკბილეულობის ბუტიკ „ალიბაბა“, Dom Kofe, Magic Candy-თ ყოველდღიური საყიდლებისთვის, საოჯახო ნივთების კომფორტულ გარემოში შეძენისა და გართობა-დასვენებისთვის უაღრესად მომხიბვლელი სივრცეა. (NS)
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)