17:10 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 20:59:28, 2318 ნახვა

ეკონომიკა
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს ინოვაციების შესაძლებლობები 6 პოზიციითაა გაზრდილი

ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული მთავრობის მიერ ამ სფეროში გატარებული პოლიტიკის შედეგია.

სამინისტროს ცნობით, ქვეყნის პოზიციები გაზრდილია ისეთ  ქვეკომპონენტებში, როგორიცაა ინოვაციების შესაძლებლობა (6 პოზიციით), კომპანიების მიერ ტექნოლოგიების მიღების შესაძლებლობა (3 პოზიციით), პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტექნოლოგიების ტრანსფერი (3 პოზიციით), სახელმწიფო შესყიდვები თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში (6 პოზიციით) და სხვა.

წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები ასევე გაუმჯობესებულია ისეთ მნიშვნელოვან ქვეკომპონენტებში, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა (გაუმჯობესება 4 პოზიციით), საზოგადოების ნდობა პოლიტიკოსების მიმართ (4 პოზიციით), ინვესტორთა დაცვის სიძლიერე (13 პოზიციით და საქართველოს მე-7 ადგილზეა), ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტიანობა (2 პოზიციით), მთლიანი საგადასახადო განაკვეთი (1 პოზიციით), ინფლაცია (79 პოზიციით), სესხების ხელმისაწვდომობა (8 პოზიციით), საგარეო ბაზრის ზომა (5 პოზიციით).

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics