|
2017-09-28 14:04:41, 1863 ნახვა
ეკონომიკა
ირმა ქავთარაძე მშენებლობის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმს დაესწრო
დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გაიმართა თანამშრომლობის ფორუმი სახელწოდებით ,,პროფესიული უნარები მშენებლობისთვის-მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ძირითადი მიზანი იყო სამშენებლო სექტორის დიალოგის გაძლიერება საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ახალი, მომავალზე ორიენტირებული სამშენებლო საგანმანათლებლო პროგრამების შესაქმნელად. ფორუმის მონაწილეების წინაშე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ სამშენებლო პოლიტიკის ანალიზი წარმოადგინა. „ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი. სამშენებლო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი და სწრაფად დინამიური სექტორი საქართველოში. მას საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში. ხელფასები მშენებლობის სექტორში გახლავთ უფრო მაღალი, ვიდრე სხვა სექტორში. ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული უნარები ამ სფეროში გაძლიერდეს. ფორუმზე განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვანი საკითხებს, როგორიცაა ტენდენციები და პოლიტიკა სამშენებლო სექტორში, რესურსების ეფექტურობა მშენებლობაში, უნარ- ჩვევების განვითარება და დუალური პროფესიული სწავლება, მშენებლობის პოლიტიკა საქართველოში, ენერგოეფექტურობა მშენებლობის სექტორში და ა.შ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო შრომის უსაფრთხოების თემა, რადგან ვხედავთ ძალიან სავალალო შედეგებს რაც მოაქვს შრომის უსაფრთხოების საკითხების დარღვევას,“-აცხადებს ირმა ქავთარაძე. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორისა და პროფესიული განათლების განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ ინიციატივითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით ჩატარდა. ,,ეს არის დიალოგი საჯარო და კერძო სექტორს შორის საქართველოში მშენებლობის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. სამშენებლო სექტორი ეკონომიკური ზრდის კუთხით მნიშვნელოვანი დარგია, ასევე დასაქმების კუთხითაც. ამ დარგს სწორი გამოცდილება სჭირდება. სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ დღეს აქ შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად“,- განაცხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კერძო სექტორისა და პროფესიული განათლების განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დირექტორმა კატია კამერერმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამშენებლო კომპანიები, საგანმანათლებლო დაწესებულებების (პროფესიული კოლეჯები და უნივერსიტეტები) წარმომადგენლები, სამშენებლო ფედერაციები, დამსაქმებელთა ასოციაციები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. (NS)
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)